თემა: დაცემა

დიახ, საყვარელნო, ჩვენ სულიერად მკვდრები ვართ; და უფალი ხშირად თვისი ყოვლად შემძლებელი ცხოველი

დიახ, საყვარელნო, ჩვენ სულიერად მკვდრები ვართ; და უფალი ხშირად თვისი ყოვლად შემძლებელი ცხოველი სიტყვით აღგვძრავთ ჩვენი ცოდვილიანთ მკვდარი ძილისაგან. ჩვენს სულს ხშირად ეს მისი ყოვლადგამომაცოცხლებელი სიტყვა ახლაც, ვით ნაინელ ჭაბუკს, ისევ აღადგენს მას დაძაახილზე. ეს მორწმუნენო ასე ხდება: დავუშვათ, რომ ერთი ჩვენთაგანი მოშურნე და ვერცხლისმოყვარეა; მეორე, - ამაყი, პატივმოყვარე, დიდობიდ მოყვარული; მესამე, - ლოთობას, უქმად სიარულს, სიზარმაცეს, სიცრუეს არის ჩვეული; ზოგი თავს იქებს რაიმე ამაოთი, ხრწნადით, მაგალითად: წარჩინებით, სიმდიდრით, მორთულობით, თითოეული ამათგან გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს ღვთისადმი და მიეცემა ერთადერთ ქვეყნიურს, ბიწიერ ცხოვრებას. მართალი არ არის, საყვარელნო, რომ ყველა ასეთი ადამიანი, რომელიც თავის ცოდვებს ჩვევად აქცევს, სულიერად მკვრადი არის, რომ ცოცხალი მის სხეულში მხოლოდ ერთი მკვდარი სულია დასადგურებული? ეს ასეა. მაგრამ, აი უფალი შეეხო მისი მოწყალებით ჩვენს გულს, ეკლესიაში ქადაგებული ღვთის სიტყვის შემწეობით, ან ჩვენი მახლობლების კეთილი რჩევით, ჩვენ - სულიერი მკვდრები - ხშირად ხოლმე განვმხნევდებით და ვერკვევით ჩვენს სულიერ მდგომარეობაში და ვიწყებთ ყოველივე ქვეყნიური ამაოისა და ხრწნადის განცდას, ე.ი. ჩვენში იღვიძებს ღვთისადმი ცოცხალი რწმწნა და კეთილი საქმის კეთების საჭიროება, რომელსაც წინათ გაურბოდით, უგულვებელვყოფდით და არაფრად ვაგდებდით. ვიწყებთ წარსულ უწესრიგოდ ჩატარებულ ცხოვრების გულითად მონანიებას. აქიდან ჩვენში იქმნება სული შემუსვრილი (მონანიებული) და გული მდაბალი, მშვიდი. აი, სწორედ აქ ისახება სასწაული, მსგავსი ნაინეს მკვდარი ჭაბუკისა, "მკვდარი ზეწამოჯდა", ე.ი. აღსდგა ჩვენი სული ცოდვილიან ძილისაგან და იწყებს სიტყვად ანუ ქადაგებს საუკუნო ნეტარებაზე. უფალი გადასცემს ასეთ სულიერ სიკვდილისაგან აღდგენილ სულს მის დედას ანუ ეკლესიას, სულიერი მისი აღზრდისა და ხელმძღვანელობის მიზნით მომავალი საუკუნო ცხოვრებისათვის.
 
0