ავტორი:
ილია II
თემა:
განსაცდელები, სულიერი დაცემა, თავისუფლება, თავისუფალი ნება, სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი
ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადამიანები სიკეთისაკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ
ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადამიანები სიკეთისაკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსაცდელიც აღარ გადაეტანათ?
„ღმერთი სულია, - წერს პავლე მოციქული, - და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორ. 3, 17).
ადამიანის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადებული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმიდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადიულობას შორის.