ავტორი:
ილია II
ბედნიერება არის ნაყოფი რწმენისა და სიყვარულისა
ბედნიერება არის ნაყოფი რწმენისა და სიყვარულისა
მრავალი ადამიანი თავის ბედნიერებას სხვადასხვა გარემოებას: სიმდიდრეს, მდგომარეობას, ცოდნას უკავშირებს, მაგრამ სულის სიმშვიდეს ვერ პოულობს. მაინც რა არის ბედნიერება? ეგებ სულაც არ არსებობს იგი, ეგებ ჩვენ თვითონ მოვიგონეთ? არა, ბედნიერება, ნეტარება ნამდვილად არსებობს; ეს არის ნაყოფი რწმენისა და სიყვარულისა. ბედნიერნი ვართ, როცა ჩვენთან არის ღმერთი, გვწამს და გვიყვარს უფალი, სამშობლო, მშობელი, ოჯახი, მოყვასი...