
ავტორი:
ილია II
თემა:
საკუთარი თავის შეცნობა
შეცნობა საკუთარი თავისა ყველაზე ძნელი და ყველაზე სასარგებლო საქმეა; სცადე, შეადარე შენი თავი ბნელ
შეცნობა საკუთარი თავისა ყველაზე ძნელი და ყველაზე სასარგებლო საქმეა; სცადე, შეადარე შენი თავი ბნელ ოთახს. ერთი შეხედვით გეჩვენება, რომ იქ სისუფთავეა, მაგრამ საკმარისია, შემოიჭრას მზის სხივი, დაინახავთ რამდენი მტვერი ყოფილა ჰაერში. ადამიანიც ასეა. სანამ იგი შორსაა ღვთისაგან, საკუთარი თავი სუფთა და უნაკლო ჰგონია, მაგრამ, როცა თუნდაც მცირე მანძილით მიუახლოვდება უფალს, ღვთაბრივი მადლის ნათელი მიახვედრებს, რაოდენი სიმდაბლეა მის ფიქრებსა და გრძნობებში, რამდენს ცოდავს საქმითა და სიტყვით.