ილია II
ავტორი: ილია II

ძველ დროს მსოფლიოში მოქმედი ე.წ. ოქროს კანონი, რომლის მიხედვით სიკეთის სანაცვლოდ სიკეთე უნდა მიეგოთ,

ძველ დროს მსოფლიოში მოქმედი ე.წ. ოქროს კანონი, რომლის მიხედვით სიკეთის სანაცვლოდ სიკეთე უნდა მიეგოთ, ხოლო უსამართლოება - სამართლიანი შურისძიებით გამოესწორებინათ, ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა. მან მორწმუნეს არა თუ მტრისთვის ცოდვის შენდობა, არამედ მისი სიყვარული მოსთხოვა. ხშირად სვამენ კითხვას: ხომ არ არის ეს ჩვენთვის განუხორციელებელი რამ?
    უფალმა ჩვენზე კარგად უწყის ადამიანის შესაძლებლობანი. "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს", - ბრძანებს იგი... და ვითარცა "მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა", ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.
    ასეთი სიყვარული არამიწიერია. ეს არის ზეცა მიწაზე, ეს არის ღმერთი ჩვენში. ამიტომ გვარიგებს წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, რომ ჩვენი ცხოვრება სავსე უნდა იყოს "განმაღმრთობელი სიყვარულით, რომელი არს თვით ღმერთი".
0