ავტორი: წმ. შიო

ეკრძალენით ძმანო ჩემნო მტერსა ბოროტსა მას, რომელსა ჰნებავს მარადის წარწყმედა ჩუენი, ნუ სადა მიერჩეთ

ეკრძალენით ძმანო ჩემნო მტერსა ბოროტსა მას, რომელსა ჰნებავს მარადის წარწყმედა ჩუენი, ნუ სადა მიერჩეთ სულთა მკულელსა მას გუელსა და ვითარ ჰყავთ აღთქმა თქუენი, რამეთუ დღე და ღამე მღვიძარე არს მტერი ჩუენი, ვითარცა იტყვის წმიდა და დიდებული თავი მოციქულთა - პეტრე ვითარმედ "განიფრთხვენით და მღვიძარე იყუენით, რამეთუ წინა მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალ მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქას"; არამედ წინააღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწყოდეთ იგივე მიზეზით ამას სოფელსა შინა, ძმობასა მას თქუენსა კეთილად და სათნოდ აღსასრულებლად.
 
თემატური კითხვები
0