ძალზე პრობლემატურია ოჯახური იდილიის შენარჩუნება ისეთი მეუღლის გვერდით, რომელიც დავადებულია ან

ძალზე პრობლემატურია ოჯახური იდილიის შენარჩუნება ისეთი მეუღლის გვერდით, რომელიც დავადებულია ან მიდრეკილია ეჭვიანობისკენ. საერთოდ ასეთი მიდრეკილების მქონე ადამიანთან ძალზე რთულია ურთიერთობა ნებისმიერ მდგომარეობაში და სფეროში. მეტადრე თუ ეს ქრონიკულ სახეს იძენს ან ავლენს. ეს უარყოფითი ხასიათი თუ თვისება ძალზე ასუსტებს ადამიანთა შორის ნდობას და შეუძლებელს ხდის ურთიერთობას. უფრო მეტიც, იგი აიძულებს ადამიანს, იზრუნოს თავის დაღწევაზე მისგან, ვინც ეჭვიანობის თვისებითაა მოცული. ვფიქრობ, ეს მიდრეკილება უნდობლობის, სხვისი დაუფლებისკენ უკიდურესად მიდრეკილი და არასრულფასოვანი სიყვარულის განცდის გარემოებით უნდა მიმდინარეობდეს, როდესაც ადამიანს მუდმივად სჭირდება მტკიცება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ეს მტკიცებითი ფორმა კი ქვეცნობიერად მოაზრებულია მის მიერ, როგორც დასარწმუნებელი და დამაწყნარებელი საშუალება. პრობლემა ის არის, რომ ეჭვიანი ადამიანის დარწმუნება ძალზე რთულია, ადამიანთა შორის ურთიერთობები კი მხოლოდ ურთიერთნდობას და რწმუნებას ეფუძნება. მისი ერთგვარი უკურნებლობა გამოწვეულია იმით, რომ იგი ეჭვიანია და მუდმივ უნდობლობაში იმყოფება. ეჭვიანობის თვისება, რომელიც სისტემატურ ხასიათს ატარებს, მასში არსებულ ფარულ, ძლიერ ეგოიზმსა და არასტაბილურ პიროვნულ მოწყობაზე მიუთითებს. არასტაბილური ადამიანი კი ძნელად თუ შესძლებს, შეინარჩუნოს სიმტკიცე და მართოს ნებისყოფა. არის ისეთი შმთხვევებიც, როდესაც ეჭვიანობის საფუძველია მეორე პირის არაკეთილსინდისიერი მოქმედება, მაგრამ ასეთი გარემოებით გამოწვეული ეჭვი არ უქმნის საფრთხეს მის სულიერ მდგომარეობას, რამეთუ იგი აღძრა არა მისმა პიროვნულმა გადახრამ, არამედ გარედან განხორციელებულმა მოქმედებამ. ამიტომ აქ ეჭვი განიხილება, როგორც გამოვლენილი რეაქცია, იგი ეპიზოდურია და, ამდენად, ბუნებრივი.
 
თემატური კითხვები
3