
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: გლოვა ცოდვებისათვის
ცრემლთა წყარონი, რომელიც ნათლისღების შემდეგ მოგვემადლება, ნათლისღებაზე უპირატესია, თუმც ეს სიტყვები რამდენადმე კადნიერად ჩანს. რადგან ნათლისღება ძველ ბოროტებათაგან განგვწმენდს, ხოლო ცრემლი ბანს იმ ცოდვასაც, რომელსაც ნათლობის შემდეგ ვიქმთ. ყრმობისას მიღებულ ნათლობას ყოველი ჩვენგანი შემდეგ შებილწავს ხოლმე. ცრემლით კი კვლავ განვბანთ მას. კაცთმოყვარე ღმერთს ჩვენთვის რომ გლოვა არ მოენიჭებინა, მაშინ ჭეშმარიტად, ძალიან ცოტა თუ ცხონდებოდა.