ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
ვერცხლისმოყვარება
ამისთვის ასწავებს მოციქულთა უფალი და ეტყვის: ნუ მოიგებთ ოქროთა და ვერცხლთა. არათუ თვით ბოროტ არს
ამისთვის ასწავებს მოციქულთა უფალი და ეტყვის: "ნუ მოიგებთ ოქროთა და ვერცხლთა". არათუ თვით ბოროტ არს ოქრო და ვერცხლი არსებითა თვისითა, ნუ იყოფინ, არამედ კეთილ და მაშვენიერ, ხოლო მოყვარეთა მათთა განმბოროტრებელი, და ესეოდენი საცთური და სიბოროტე შეუდგს სიყვარულსა მისს.
რაისათვის მოიგებთ, ვერცხლისმოყვარენო, მრავალთა? არა უწყია - შიშველი იყავ და არარა გამოიღე დედის მუცლით შენით? და რაოდენი შეგიკრებიეს, სხვათათვისვე გნებავს დატევებად. ოდეს მოჰკვდე და შეხვიდე პირველსა დედისა მუცელსა შინა, რომელ არს მიწა, საფლავი შენი, ერთ ოდენ სამკვიდრო სამოსელი შეგმოსონ საუნჯისა სიმრავლეთაგან შენთა და სხვა იავარყონ. უკუეთუ ქვეყნისა მპყრობელიცა მეფე იყოს, თვისისავე საუნჯისაგან ესევე სამოსელი წარიღოს, და უკეთუ უპოვარ გლახაკი მოკვდეს, სხამან უყიდოს მონაგებისაგან თვისისა და მითივე შემოსოს და დაფლას.

|