ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
ვერცხლისმოყვარება
ანგელოზნი მწუხარე არიან მისთვის, რამეთუ კეთილი ოქრო ბოროტად იხმარა. ეშმაკნი მოხარულ არიან მისთვის,
ანგელოზნი მწუხარე არიან მისთვის, რამეთუ კეთილი ოქრო ბოროტად იხმარა. ეშმაკნი მოხარულ არიან მისთვის, რამეთუ ქრისტეს მცნება არა დაიმარხა და დაემონა ვერცხლისმოყვარეობასა და ემსგავსა იუდასა. წმიდანი განცვიფრებულ არიან, რამეთუ ესმოდა სწავლანი წერილთანი და ხედვიდა თვალითა მიმავალსა მამა-პაპათა საფლავად და თვით არა შეიგონა. ღმერთი სამართლად განმაზედულ არს, რათა ჰრქვას დღესა მას საშინელსა:
- მშიოდა და არა მეც საზრდელი, მწყუროდა და არა მასვ, შიშველი ვიყავ და არა შემმოსე, უცხო არა შემიწყნარე.
- მშიოდა და არა მეც საზრდელი, მწყუროდა და არა მასვ, შიშველი ვიყავ და არა შემმოსე, უცხო არა შემიწყნარე.
|