ვაი ვერცხლისმოყვარეთა! რა-მე უნდა ეყოს დღესა მას სასჯელისასა? სადა არს საფასე მისი ურიცხვი, რათა

ვაი ვერცხლისმოყვარეთა! რა-მე უნდა ეყოს დღესა მას სასჯელისასა? სადა არს საფასე მისი ურიცხვი, რათა მისცეს მაშინ ქრთამად და აღადგინონ მეხვაიშნენი ანუ მეოხნი?
    ვაი ვერცხლისმოყვარეთა! იხილეთ და სცანთ: ვინაითგან უვეცხლოდ შიშველი იშვების კაცი, თვინიერ ვეცხლისაცა შემძლებელ არს ცხორებად. ვინაითგან, ოდეს დასნეულდეს, ვერა არგებს ტკივილსა ვეცხლთა და ოქროთა ზედა დადება, ვინაითგან ვერა გარემიაქცევს ვეცხლი და ოქრო სიკვდილსა, ვინაითგან საფლავთა შინა არარა გერგები საუნჯისაგან შენისა თვინიერ სუდარისა შენისა კიდე, ვინაიდან ოქრო შენი ვერა დახშავს კარსა ჯოჯოხეთისასა და ვეცხლი შენი ვერა განახვამს ბჭეთა სასუფეველისათა და სიმდიდრე შენი ვერა შესცვლის მსჯავრსა მეუფისასა. ცუდ სამე არიან მონაგებნი შენნი, ქვათა სიმრავლესაცა ესეოდენი საქმე ძალუძს, მდელოთა ფურცელნი და ხეთა რტოებიცა ამას იქმენ, ქვიშა ზღვისა და ოქრო შენი ვეცხლი სწორ სამე ყოფილ არიან.
    ნუ, საყვარელნო, ნუ დაემონებით ვეცხლას, არამედ ვეცხლი მონობისათვის ქრისტესა განაბნიენით, სადა-იგი შეგიკრებსთ და დაგიუნჯებსთ მუნ, სადა მღილთა და მჭამელთა არა განრყვნიან, სადა მპარავთა არა დათხრიან, სადა თვით ქრისტე სუფევსთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
0