ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
ვერცხლისმოყვარება
ვერცხლისმოყვარება არის უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა, ვინათგან მოციქული პავლე ვერცხლისმოყვარებასა
ვერცხლისმოყვარება არის უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა, ვინათგან მოციქული პავლე ვერცხლისმოყვარებასა კერპთმსახურებასა სახელსდებს, რამეთუ ჭეშმარიტად ეგრეთცა არს. რამეთუ რომელსა აქვს საფასენი მრავალნი, არა აქვს სასოება ღმრთისა მიმართ, არამედ დაუც სასეობა თვისი საფასისა თვისისა თანა, არა აქვს გონება სიმართლესა ზედა, არამედ შეძინებისა ფასისა თვისისათა, არა აქვს ცნობა მადლთა განმრავლებისა, არამედ უნჯთა განმრავლებისა. რამეთუ საცნობელნი მისნი მის შორის არიან და მტერ არიან ყოვლისა ჭეშმარიტებისა და მოძულენი ყოვლისა სიმართლისა. რამეთუ თხზვიან ზაკვასა და იქმან ვერაგობითა, რათა მოიგონ უმრავლესი და შეიძინონ ურიცხვი. ფიცვენ სიცრუით, უბნობენ ტყუილით, რათა დაფარონ სიმრავლე უნჯთა თვისთა. მოყვარე ექმნებიან მდიდართა, რათა შემატონ საფასეთა თვისთა, და უგულებელს ჰყოფენ გლახაკთა, რათა არა მისცენ ქველის საქმე, და თვალთაცა დაიწუხვენ და პირთა მირიდებენ, რათა არა იხილონ მათხოვარი ვინმე, ოდეს წინა შეემთხვიოს. მოიძულებენ ნათესავთა და თვისთა, რათა არა რა მიანიჭონ, და შეიყვარებენ ვახშთა ამღებელსა, რათა სახლი მისი აღაოხრონ, ვისა ნებავს მიღებად ვალისა, მიიწვევენ და დაუბნებიან მოწლედ და მისცემენ ტკბილობით და უხვად, რათა ორი წილი მოიღონ, და, უკეთუ დავრდომილ იქმნა კაცი იგი სიმდიდრისაგან და არღარა ძალუც აღნადგინებისა მიცემა, შეიპყრობნ და შეაშთობნ, და პირველსა სიყვარულსა გინებად შეუცვალებს და ესოდენ შეაჭირვებს, რათამცა განყიდნა აგარაკნი, ანუ ცოლი და შვილნი და მისცა მას. მტერ არიან ყოველთა კაცთა, რათა ნებავს მას, რაიცა იხილის ქონება სხვათა, რათამცა თვით მიიღის ღონიძიებითა რითამე.
|