ჰოი, რა სარგებელი აქვს სიმდიდრესა საუნჯისასა, ვინაითგან ცოცხალსა ესოდენსა ბოროტსა გიყოფს და მკვდარსა

ჰოი, რა სარგებელი აქვს სიმდიდრესა საუნჯისასა, ვინაითგან ცოცხალსა ესოდენსა ბოროტსა გიყოფს და მკვდარსა არარასა გარგებს?
    ამისთვის იტყვის დავით ფსალმუნსა შინა: "რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი". უკუეთუ იუნჯებ და შვერი დღეთა შინა ოფლითა და სიმწარითა და მოიღვაწებ მრავლითა ჭირითა და არა თავსა ეწევი და და ბოროტად შეკრებილსა არა კეთილად განაბნევ და ძრწი დღე, რათა აგძრნას სისავსე საუნჯეთა შენთა, და ღამე გეშინის და განფრთხობილ ხარ, რათა არა მოვიდეს მპარავი, რაითამცა წარიპარა, - ესე ყოველი ცხორება შენი ამა ორთა ვაებათა შინა დალივე და მოვიდა აღსასრული და ურიცხვთა შენთა მონაგებთაგან მოგცეს ერთი ოდეს სამკვიდრო სამოსელი და სხვა ყოველივა თვით შეიძინეს, ნუუკვე და სამკვიდროსა სუდარსა ზედა უმეტესნი მოგანიჭა და შემოსა კუბოცა საკაცისა შენისა ნაქსოვითა, ნუუკვე და მცირედნიცა აღაპნი გიქმნნა. ნუუკვე ურჩნი ძენი გესხნეს, ანუ სხვანი ვინმე ნათესავნი, და მრავალნიცა უნათესაონი იქვნებიან. და მას რომელი-მე აქებს ვიდრე სამ დღემდის, რათა შეიძინონ მონაგებნი მისნი. ხოლო სხვანი გმობენ და აგინებენ.
 
0