ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
ზიარება
ჯვარცმის წინა დღეს მოციქულებთან მყოფმა უფალმა აიღო პური და ღვინო, აკურთხა განსაკუთრებული კურთხევით
ჯვარცმის წინა დღეს მოციქულებთან მყოფმა უფალმა აიღო პური და ღვინო, აკურთხა განსაკუთრებული კურთხევით და ბრძანა, რომ ამ კურთხევით ეს კონკრეტული პური და ღვინო მისი ხორცი და სისხლია. და მან მისცა მოციქულებს საჭმელად და უანდერძა, რომ გააკეთონ ეს ყოველთვის მის მოსახსენებლად.
წმიდა ეკლესია ასრულებს ამ ანდერძს, ღვთისმსახურებას, რომელსაც წირავა, ლიტურღია ეწოდება. სადაც ეს უდიდესი საიდუმლოება აღესრულება. წირვის დროს იღებენ მორწმუნენი ქრისტეს ხორცსა და სისხლს და ამით ღმერთს ეზიარებიან. ზიარების აუცილებლობა და სასიცოცხლო მნიშვნელობა კარგად ცჩანს უფლის მკაცრი გაფრთხილებით: თუ არ შეჭამთ ჩემს ხორცსა და სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე საკუთარ თავში. თუ შეჭამთ, მე თქვენთან ვიქნები და თქვენ ჩემთან, გექნებათ მარადიული ცხოვრება და უკანასკნელ ჟამს აღდგებით მკვდრეთით. ზიარების უარმყოფელი ადამიანი უარს ამბობს ღმერთთან ერთობაზე და საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს.
ზიარება იესუ ქრისტესადმი სიყვარულისა და თავგანწირული ერთგულების განსაკუთრებული გამოვლინებაა;
ზიარება ქრისტესმიერი დანატოვარი ძვირფასი ძღვენია, როთაც უფალთან ერთობის საშუალება გვეძლევა;
ზიარება სამყაროს უძვირფასესი მარგალიტია, ხოლო წირვა, რომლის დროსაც პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაისახება, სამყაროს უმთავრესი მოვლენაა;
ზიარება გვკურნავს ცოდვისაგან, გვწმენდს, გვასწავლის ქრისტესათვის სიკვდილს, გვანიჭებს უკვდავებას, გვაძლევს ღირსებას, იწყებს ჩვენს განმღრთობას, გვხდის ბედნიერად.
ნუ იტყვით უარს ღირსებასა და ბედნიერებაზე.

|