ავტორი:
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე
თემა:
ზიარება
რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მის თანა (ინ.
"რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მის თანა" (ინ. 6,56). ვნებამდე იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული აღნიშნული სიტყვების აზრი არ ესმოდათ თვით მოციქულებს, უკვირადთ და ფიქრობდნენ: როგორ უნდა ეჭამათ ქრისტეს ხორცი ან შეესვათ სისხლი მისი? მაგრამ როცა საიდუმლო სერობაზე, დიდ ხუთშაბათს, მაცხოვარმა აიღო პური, მისცა მოციქულებს და უთხრა "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა"; ასევე აკურთხა სასმელი და თქვა: "სვით ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა", მოციქულები მიხვდნენ, რომ უფალი მათ სთავაზობდა საკუთარ ხორცსა და სისხლს - იმ უძვირფასეს ძღვენს, რომელიც უნდა გაეღო მას კაცთა მოდგმის გადასარჩენად.
|