ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: მცნებათა დაცვა, ვნებათაგან განთავისუფლება, ზრახვები, ღვთის შემეცნება
94. მცნებათა აღსრულებით გონება ვნებათაგან თავისუფლდება; ხილულის სულიერი განჭვრეტით კი - საგანთადმი ვნებიან ზრახვათაგან; უხილავის შემეცნებით უარს ამბობს ხილული საგნების განჭვრეტაზე; და ბოლოს, წმინდა სამების შეცნობით - თვით უხილავ საგანთა ცოდნაზეც კი.