ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სიბრძნე, რჩევის მიღება, განსჯა
ბრძენსა და უგუნურს გონებას შორის განსხვავება
57. როგორც ხორციელ მშობლებს უყვართ თავიანთი შობილი, ასევე გონებაც, ბუნებრივია, თავის აზრებს ეჯაჭვება და, როგორც მიკერძოებულ მშობელს თავისი შვილი ყველაზე ზრდილი და განვითარებული ჰგონია, სინამდვილეში კი ის, შეიძლება, სხვებზე უარესიც იყოს, ასევე უგუნურ გონებასაც თავისი აზრები ყველაზე ბრძნულად ეჩვენება, თუმცა კი, შეიძლება, ისინი ყველაზე სულელური იყოს. ბრძენს კი ასეთად არ მიაჩნია თავისი აზრები, მაგრამ მაშინაც კი, როცა მათი ჭეშმარიტება და სიკეთე უდასტურდება, მით უფრო არ ენდობა საკუთარ მსჯავრს, არამედ ბრძენთ აქცევს თავისი აზრებისა და განსჯის მსაჯულად, "ცუდად ხომ არ ჰრბიოდა და ჰრბის" (გალ.2.2) და მათგან იღებს დასტურს.