ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: გლოვა ცოდვებისათვის
მამათაგან მრავალი ამბობს, რომ ცრემლის მნიშვნელობა მრავალგვარია და მას სხვადასხვა მიზეზი აქვს, განსაკუთრებით - დამწყებთათვის. ის შეიძლება იყოს გამოწვეული: ბუნებისგან, ღვთისაგან, არასწორი მწუხარებისგან და ჭეშმარიტი მწუხარებისაგან, ამპარტავნებისგან, სიძვის ვნებისგან, სიყვარულისგან, სიკვდილის ხსოვნისგან და სხვა მრავალნაირი აღძვრისგან.
ყოველივე ეს ღვთის შიშით გამოვიკვლიოთ და შევეცადოთ, ის წმიდა და უზაკველი ცრემლი მოვიპოვოთ, რომელიც ჩვენი სხეულთან გაყრის შესახებ ფიქრისას იბადება, რადგან მასში არ არის ცდომა და ამპარტავნება, არამედ განწმენდა და წარმატება ღვთისადმი სიყვარულში, ცოდვათაგან განბანვა და ვნებათაგან გათავისუფლება.