წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი) - პატივმოყვარეობა
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)

თემა: პატივმოყვარეობა

1. ზოგიერთი თვლის, რომ პატივმოყვარეობა და ამპარტავნება ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ უმთავრეს ვნებათა შორის გრიგოლ ღვთისმეტყველი რვას ასახელებს: რადგან პირველ ვნებად ნაყროვანებას თვლის, მეორედ - სიძვას, მესამედ - ვერცხლისმოყვარეობას, მეოთხედ - მრისხანებას, მეხუთედ მოწყინებას, მეექვსედ - მწუხარებას, მეშვიდედ - პატივმოყვარეობას, და მერვედ - ამპარტავნებას; ხოლო სხვები შვიდ ვნებას მოთვლიან, რადგან პატივმოყვარეობას და ამპარტავნებას ერთად თვლიან და მე მათ მეტად ვუჭერ მხარს, რადგან არ არსებობს კაცი, რომელმაც სძლია პატივმოყვარეობას და ამპარტავნების მიერ იძლია, რადგან მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ყმაწვილსა და მამაკასც, ან ხორბალსა და ფქვილს შორის, რადგან პირველნი მათთაგან დასაწყისს წარმოადგენენ, ხოლო მეორენი - დასასრულს.
    1. ახლა კი თანმიმდევრულად, მოკლედ ვთქვათ ყოველგვარი ვნების დასაწყისის და დასასრულის პატივმოყვარეობის შესახებ, რადგან ვინც მის შესახებ გრძლად და ფართოდ საუბრობს, იმ კაცს ემსგავსება ქარის აწონვა რომ სურს.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები