ხოლო მეოთხესა ვედრებითსა ტხოვასა ამას შინა ესე არს, ვითარმედ პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ

ხოლო მეოთხესა ვედრებითსა ტხოვასა ამას შინა ესე არს, ვითარმედ "პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს".
    ესე არს სე, საყვარელნო, ვითარმედ პური არსებისა არს ჩვენ ზედა მონიჭებული ღვთისა მოწყალებისაგან ყოვლად უხრწნელი და ყოვლად წმიდა უკვდავი ზიარება მისი, რათა არა დაკლებულ ვიქმნეთ უკვდავისა ამის წმიდისა და საღვთოსა ზიარებისაგან, ვითარცა ცხოველებს უსაღმრთოესი პირი წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ "რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლა ჩემსა, აქვნდეს ცხოვრება საუკუნო", და შემდგომი.
    ესე არს ჭეშმარიტი პური უკვდავი ჩვენდა მონიჭებული დასამკვიდრებლად საუკუნოსა მის ცხოვრებისა. და ამას უკვე ვევედრებით მორწმუნენი მისნი. ხოლო მეორესა ამის ცხოვრებისა ჩვენისა საზრდოსა ვითხოვთ ვედრებით, რამეთუ ვინათგან შენითა მოწყალებითა დაბადებულნი ესე სოფელსა ამას შინა ვსცხოვრებთ, ნუ დაგვაკლებ შენისა მოწყალებისაგან ცხოვრებისა ჩვენისა საზრდელსა და კურთხევა და მადლი და ნაყოფიერება მოანიჭე ქვეყანისა ჩვენისა ნაშრომსა. და ნუ ხვებულგვყოფ ნუ დაგვაკლებ ჟამიერსა ამას საზრდოსა ჩვენსა, რათა მოწყალებითა შენითა ვიცხოვროთ და გამოვიზარდნეთ მადიდებელნი სახიერებისა შენისანი.
 
თემატური კითხვები
3