ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
მამაო ჩვენო
ხოლო მეხუთე თხოვა და ვედრება ესე ჩვენი ესრეთ არს მოწყალისა მის მეუფისა მიმართ, ვითარმედ მოგვიტევენ
ხოლო მეხუთე თხოვა და ვედრება ესე ჩვენი ესრეთ არს მოწყალისა მის მეუფისა მიმართ, ვითარმედ "მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა".
ესე არს ესე, საყვარელნო, ვითარმედ თანამდებობა ესე ჩვენი, რომელნიცა შეცოდებითა ჩვენითა გვქონან ცხოვრებასა ამას შინა ჩვენსა, რომელ მარადის შეგცოდებთ და შენსა მოწყალებას უჯეროდ განვარისხებთ, შენ, ვითარცა მოწყალემან ღმერთმან, მოგვიტევენ შეცოდებანი ესე ჩვენნი. ეგრეთვე შენითა მაგით მოწყალებითა გულისხმიერებითა ჩვენითა გვწვართენ, რათა ჩვენცა ურთიერთარს შეცოდებათაცა ჩვენთა მიუტევებლად, რათა არღარა ურთიერთარს შევცოდებდეთ. ვინაითგან ზაკვა არს და ჯერკვლად შენდობა ესე ვითარი, რომელნიცა ურთიერთარსისა შეცოდებისა მიმართ მივიქცევით, ვითარცა წერილ არს: "ღორი სანგორესა მწვირისასა", და შემდგომი. რამეთუ ესე ვითართა არა მიეტევების შენდობა შეცოდებათა და არცა ჩვენ ურთიერთარს ძმათა ზაკვით მთხოველთა და ვერაგობით მიმტევებელთა

|