ხოლო მეექვსესა ამას თხოვასა შინა ესრეთ გვიბრძანებს ღვთისა მიმართითა ვედრებითა, ვითარმედ ნუ შემიყვან

ხოლო მეექვსესა ამას თხოვასა შინა ესრეთ გვიბრძანებს ღვთისა მიმართითა ვედრებითა, ვითარმედ "ნუ შემიყვან ჩვენ განსაცდელსა".
    ესე არს ესე, საყვარელნო, ვითარმედ უწყით ყოველთავე, რომელ განსაცდელი მრავალგვარი არს. ვინათგან ამაო ესე ცხოვრება ჩვენი საწუთოსა ამას სოფელსა შინა ყოვლითურთ განსაცდელითა აღსავსე არსდა მიმოაკვეთებს ცხოვრებასა ჩვენსა ამიერ და იმიერ ესე ვითარითა განცდითა, რომელ მრავალთათანა შერყევაცა სასოებისა და ძალისა მოკლებადცა მიაწევს. ამას ზედა მტერნი და უძლეველნი მბრძოლნი ჩვენნი პირველნი ესენი უკუე არიან. პირველად, უძლურნი და ხრწმნადნი ხორცნი ესე ჩვენნი არიან უძლურებისა ჩვენისაგან შეცთომილნი. მეორედ, საწუთო ესე სოფელი, მამაცთუნებელი კეთილმოქმედებისა ჩვენისა და მესამედ ამათსა, უმძვინვარედ ეშმაკი იგი მარადის შთანთქმად ჩვენდა მეძიებელი ჩვენი, სიტყვისაებრ წმიდისა მოციქულისა "ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალსო, რათამცა ჰპოვა ვინ" და შთანთქა კეთილმოქმედებითნი ცხოვრებანი ჩვენნი. და ამას ზედა დაგვარიგებს ჩვენ საღვთო და განმაცხოველებელი ესე ბრძანება, ვითარმედ "ესრეთ ვილოცვიდეთ, რათა არა შეგვიყვანოს ჩვენ ესე ვითარსა განსაცდელსა", და დაგვიხსნას მებრძოლთა ამათ განსაცდელთაგან. და ნუ შეგვიყვან ესე ვითარსა სიბრხესა და ღონის ძიებასა მაცთურისა მიერსა ჩვენ ზედა მოწევნასა, ვითარცა წმიდათა ლოცვათა შინა ჩვენთა შინა გვასწავებენ, ვითარმედ "უფალო, რომლისა შეუძლებელ ვარ მოთმინებასა, ნუ შეუნდობ განცდასა ჩემსა, არამედ გასცდასავე თანა ჰყავ განთავისუფლება ჩემი".
 
თემატური კითხვები
3