
წყარო:
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) [გვ. 14]
თემა:
პატივმოყვარეობა
მზე ყველაფერს უშურველად ანათებს და ყოველგვარ საქმეში პატივმოყვარეობა იმყოფება; როდესაც ვმარხულობ,
მზე ყველაფერს უშურველად ანათებს და ყოველგვარ საქმეში პატივმოყვარეობა იმყოფება; როდესაც ვმარხულობ, ჩევს გონებას ქედმაღლობა იპყრობს, ხოლო, როდესაც გავიხსნილებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მარხვა სხვათა თვალთაგან დავფარო, ჩემი გონება კვლავ მაღლდება, რადგან თავს ბრძნად მივიჩნევ; როდესაც ახალ შესამოსელს ვიმოსავ, პატივმოყვარეობა მამარცხებს, მაგრამ ძველის შემოსვისასაც იგივე მძლევს; როდესაც ვდუმვარ, თავს ვიმაღლებ და როდესაც ვსაუბრობ იგივე მემართება; სადაც არ უნდა გადავაგდო ეს ბოროტი ეკალი, მისი წვერი ყველგან სულის განსაგმირად შემართული იქნება
|