ხოლო მეშვოდესა სიტყვასა შინა ესე ვითარითა თხოვითა გვიბრძანებს, ვითარმედ: გვიხსნენ ჩვენ

ხოლო მეშვოდესა სიტყვასა შინა ესე ვითარითა თხოვითა გვიბრძანებს, ვითარმედ: "გვიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან".
    სახელი ესე ბოროტი ყოვლის ავის სიტყვისა და საქმის მოქმედებას დანიშნავს, რომ ვინათგან კაცნი ხატად და მსგავსად ღვთისა დაბადებულნი ვართ გონების ცნობითა და კეთილის მოქმედებითა, და ესე ვითარნი დაბადებულნი ჩვენს ცნობასა ცოდვისა და სიბოროტისა მიმართ გარდავაქცევთ. გვიბრძანებს ცხოველი პირი და ამისთანას თხოვის ვედრებით, დაგვარიგებს, რათა საუკუნოსა ღვთისა მამისა მიმართ ვითხოვდეთ, რათა გვიხნას ყოვლისა ავის მოქმედებისა ბოროტისაგან სიტყვით, საქმით და გონებით შეცთომისაგან, რომელ მრავალ არიან ბრძოლანი ამაოსა ამის სოფლისა და ხორცისა და მაცთურისა ეშმაკისანი. ამას ესე ვითართა ვნებათა და სიბოროტეთაგან დაგვხსნას და განგვარინოს ღმერთმან მამამან და ძემან და სულმან წმიდამან ძალითა და მოწყალებითა დამბადებელობისა მათისათა.
    ხოლო ესე არს შვიდი ესე სათხოველი ჩვენ მიერი ღვთისა მიმართი, რომელსაც გვიბრძანებს ცხოველი იგი პირი დაწერილი წმიდასა შინა სახარებასა.
    ხოლო დასასრულსა და შემდგომსა შინა ბრძანებული ესე, ვითარმედ "რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, საუკუნეთა მიმართ. ამინ."
    ესე არს ესე, საყვარელნო, ვითარმედ კეთილმოქმედებულსა სარწმუნოებასა ჩვენსა განამტკიცებს ბრძანებული ესე თქმა, ვითარმედ ამათ ყოველთა შვილთა კეთილთა სათხოველთა შენდა მიმართთა, მამაო სახიერო, შენ ხარ განმამტკიცებელი ჩვენი და შენი არს სუფევა ძალისა ჩვენისა სიმაღლით და სიმხნით მონიჭებული და მომცემელი, რამეთუ ჩვენ არარაი ძალგვიძს უღირსთა ამათ, არამედ შენისა ძალითა და მაღლისა სუფევითა ვითხოვთ შვილთა ამათ ვედრებითსა თხოვასა ჩვენსა საუკუნეთა და სამარადისოთა ვედრებითა, ამინ.
 
თემატური კითხვები
3