
ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო:
მოგონებები მამა გაბრიელზე
მადლიერების არმქონე განკურნებული
მადლიერების არმქონე განკურნებული
ჩემი ერთი ახლობლის დედა ე. ც. თვალის ტუბერკულიოზით დაავადდა (ასე უწოდებენ ამ დაავადებას) - ამ დროს თვალში წვრილი ნახვრეტები ჩნდება და ჩირქი გროვდება. დაზიანებული თვალი დროულად თუ არ ამოიღეს, დაავადება მეორე თვალზეც გადადის. სხვა გამოსავალი სამედიცინო თვალსაზრისით არ არსებობს, ამიტომაც უკვე ამზადებდნენ საოპერაციოდ და სწორედ იმ პერიოდში მან მამა გაბრიელის საფლავის კანდელის ზეთი იცხო. მოხდა სასწაული - ზეთის ცხებისას თვალიდან ჩირქის დენა შეწყდა, ქსოვილი აღდგა. მე მათ ვურჩიე, რომ, მადლიერების ნიშნად და ღვთის სადიდებლად, ამ სასწაულის საიდუმლო ყველასთვის ეთქვათ და ეკლესიური ცხოვრება დაეწყოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეს. ამის შემდეგ ამ ქალბატონს თვალზე ლიბრი გადაეკრა. მართალია, ამ უკანასკნელი პრობლემის მოგვარება თანამედროვე მედიცინის საშუალებით რთული არ იყო, მაგრამ წინა დაავადების განმეორების შიშით ექიმებმა თვალს ხელი ვეღარ ახლეს. ასეთი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მადლიერების განცდის ქონა.