ავტორი:
მთავარეპისკოპოსი თადეოზი
თემა:
სამშობლო
შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი სიხარული, შენი მზე მათბობს და მიჩრდილებს ჩერო, ჩემო წმიდა ხატო, რწმენავ,
შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი სიხარული,
შენი მზე მათბობს და მიჩრდილებს ჩერო,
ჩემო წმიდა ხატო, რწმენავ, სიყვარულო,
ტკბილო სალოცავო - მამულო ჩემო.
შეხე შენს იარებს, რა გზებით იარე,
მაინც არ გატყდი და სიმაღლეს ჩემობ.
სიმღერით ირჩენდი ნახმლევ-ნატყვიარებს,
იმედით ცოცხლობდი - მამულო ჩემო.
დღე იყო დარით თუ ავდარით დამთვრალი,
სუსხი იანვრისა, თუ ხვატი მკათათვის,
აკვანში გეწვინა ბევრი მზე და მთვარე,
ნანას ღიღინებდი ცეცხლოვან ყრმათათვის...
შენი მზე მათბობს და მიჩრდილებს ჩერო,
ჩემო წმიდა ხატო, რწმენავ, სიყვარულო,
ტკბილო სალოცავო - მამულო ჩემო.
შეხე შენს იარებს, რა გზებით იარე,
მაინც არ გატყდი და სიმაღლეს ჩემობ.
სიმღერით ირჩენდი ნახმლევ-ნატყვიარებს,
იმედით ცოცხლობდი - მამულო ჩემო.
დღე იყო დარით თუ ავდარით დამთვრალი,
სუსხი იანვრისა, თუ ხვატი მკათათვის,
აკვანში გეწვინა ბევრი მზე და მთვარე,
ნანას ღიღინებდი ცეცხლოვან ყრმათათვის...
|