ვინც წმიდა ხატებს შეჰხარის,
თვითონაც ხატად იქცევა,
მაშინ არც ეგრე ძნელია,
ამა ქვეყნიდან მიქცევა.

მთავარეპისკოპოსი თადეოზი - ციტატები, ამონარიდები
შენ გემდურიან წუთისოფელო, ტკბილად ჩენილი, უხილავად მწვდელო ნაღვლის, წარმავალ სიბრძნით და ნუგეშით მომფონებელო, - გვინადირებ შენ, დაგვეკარგა რა ცნობა მაღლის. შენს იქით მხოლოდ გონება ჭვრეტს ციური ნათლით, იხილეთ სრულად
ასეა, ბოლოს სუყველა წავალთ, როცა ცხოვრების თამაში დაგვღლის, ზოგი გაჰყვება ვარსკვლავთასავალს, სივრცე გახდება იმისი სახლი. ზოგიც ჭაობში დარჩება ისევ, ერთხელ არ სცადა ვინაც აფრენა, მისთვის მაისი ვე... იხილეთ სრულად
შენი შვილი ვარ საწყალი, ამ ცრუ სოფელში მყოფელი, შენ დაგვიფარე, უფალო, შენა ხარ ტკბილი მშობელი. მე შენ მიყვარდე, ღირს ვიყო სხვა მარგალიტის მფლობელი, შენ გაგვახარე, უფალო, შენა ხარ ტკბილი მშ... იხილეთ სრულად
მადლი შენდა, შემოქმედო, სახიერო ბუნებითა, შიშით ასამაღლებელო, კრძალვით და რუდუნებითა, უცველო და მოუკლბო დროის ეტლთა ბუნებითა; განწირულთა, მცოდველ შვილთა, უნებლიეთ თუ ნებისად, სულგრძე... იხილეთ სრულად
მწამს უკვდავება როგორც იმედი -
სიკეთისადმი ლტოლვა კვლავ თუა...
სულს ელვად ქცეულს ჰგავს ნათლის სვეტი, სიკვდილისა და სიცოცხლის შუა.
ნუ მიიძინებ, ნუ ჩასთვლემ, თორემ...
საუკუნეთა ჩამოჰკრავს ზარი...
უნდა აინთო სული-სანთური,
უნდა გაბწყინდე, როგორც ტაძარი...
მოგვთხოვენ მაღალადამიანურს
ყველაზე სუსტს და ყველაზე ცოდვილს,
სინდისი მაინც არ ღამიანობს,
სნდისს შეცდომა არასდროს მოსდის.
თუ გსურს სდევდე ისევ პეპლებს, ჰკრავდე დღეთა თაიგულებს, - ყველას ყველა მიუტევე, ბავშვის გული დაიბრუნე. გალაღდი და გახალისდი ლოცვის მადლის დაგებითა, გაცოცხლდი და აღმსუბუქი სულის განსპეტაკები... იხილეთ სრულად
სიბრძნე, სიდინჯე და სიყვარული,
აი, საუნჯე უხვი, ფარული,
კაცი გონებას თუცა მოეგოს,
პირველ სიმდიდრე ესე მოეგოს.