ასეა, ბოლოს სუყველა წავალთ, როცა ცხოვრების თამაში დაგვღლის, ზოგი გაჰყვება ვარსკვლავთასავალს, სივრცე

ასეა, ბოლოს სუყველა წავალთ,
    როცა ცხოვრების თამაში დაგვღლის,
    ზოგი გაჰყვება ვარსკვლავთასავალს,
    სივრცე გახდება იმისი სახლი.
    ზოგიც ჭაობში დარჩება ისევ,
    ერთხელ არ სცადა ვინაც აფრენა,
    მისთვის მაისი ვერ იმაისებს
    და ვერც მოახვევს ქარებს აფრებად.
    დაფნის რტოები ამკობენ ლხენით
    მესხეთის მიწას, სტრატფორდს, ვაიმარს...
    ვინც უკვდავება ბულბულის ენით
    ვერ აგალობა ქვეყნად, ვაი მას...
 
0