შენი შვილი ვარ საწყალი, ამ ცრუ სოფელში მყოფელი, შენ დაგვიფარე, უფალო, შენა ხარ ტკბილი მშობელი. მე

შენი შვილი ვარ საწყალი,
    ამ ცრუ სოფელში მყოფელი,
    შენ დაგვიფარე, უფალო,
    შენა ხარ ტკბილი მშობელი.
    მე შენ მიყვარდე, ღირს ვიყო
    სხვა მარგალიტის მფლობელი,
    შენ გაგვახარე, უფალო,
    შენა ხარ ტკბილი მშობელი.
    ვინ შესძლებს ღირსად გადიდოს,
    თქვას ღირსი სამადლობელი?
    შენ შეგვიწყალე, უფალო,
    შენა ხარ ტკბილი მშობელი.
    არ იკარგება სანთელი,
    არც საკმელ-საგალობელი,
    მადლი მოგვფინე, უფალო,
    შენა ხარ ტკბილი მშობელი.
 
0