შენ, საქართველოვ, კვლავ იტყვი სათქმელს
და სიყვარულის შუქად ენთები...
აირეკლავენ დიდებას შენსას
მარადისობის პერგამენტები.
ქართული სული -
სიკეთე სრული,
ქართული გული -
მზის თაიგული,
ქართული ცეზა -
ზღვაა, არ ლიბრი,
ამ ბუნებისთვის -
სხვაა "ვერლიბრი".
სად ნათელია მარადისი - იქ ილტვის სული,
სხეული მიწას ჩაბარდება დროებით ტყვედა,
აქ ფრთა შეესხმის ყველა ნატვრას და ყველა სურვილს,
აქ მიწას მიწა უალერსებს შრიალით ტყეთა.
ჟამი მისვლად არს კვალად გების სრულ ნეტარ...
იხილეთ სრულად
სად ნათელია მარადისი - იქ ილტვის სული,
სხეული მიწას ჩაბარდება დროებით ტყვედა,
აქ ფრთა შეესხმის ყველა ნატვრას და ყველა სურვილს,
აქ მიწას მიწა უალერსებს შრიალით ტყეთა.
ჟამი მისვლად არს კვალად გების სრულ ნეტარების,
ოდეს გადახსნას მეუფემან ცათა კარები.
link
ჟამი გამოსცდის ყველაფერს მართალს
და ჰარმონიად შეჰკრავს ქაოსებს,
შეწყდება ქროლვა სიკვდილის ქართა,
მძლე იმედებად - საიქიოზე.
ჟამია, ვდარდობ გაფრენილ წუთზე,
რომელიც უკან აღარ ბრუნდება...
და მაშინ თვალში ჩმახედოს თუნდ მზემ,
მე ამის გამო ფიქრით ვბრუნდები.
წუთი მოიწყვეტილ ვარსკვლავს მაგონებს, თავის ადგილს რომ ვეღარ პოულობს,
რომ...
იხილეთ სრულად
ჟამია, ვდარდობ გაფრენილ წუთზე,
რომელიც უკან აღარ ბრუნდება...
და მაშინ თვალში ჩმახედოს თუნდ მზემ,
მე ამის გამო ფიქრით ვბრუნდები.
წუთი მოიწყვეტილ ვარსკვლავს მაგონებს, თავის ადგილს რომ ვეღარ პოულობს,
რომელსაც უყვარს უსასრულობა
და უსასრულოდ დამოგზაურობს...
link
ნიადაგ წვაში... ფიქრში... ღელვაში...
წავლენ წუთები... დღეები... წლები...
შენც დაიღლები დროსთან თამაშით
და ქართული ცის ქვეშ წამოწვები.
მერე ამ ბაღში შენივე სისხლით,
შენივე სახით, შენივე ფერით,
შ...
იხილეთ სრულად
ნიადაგ წვაში... ფიქრში... ღელვაში...
წავლენ წუთები... დღეები... წლები...
შენც დაიღლები დროსთან თამაშით
და ქართული ცის ქვეშ წამოწვები.
მერე ამ ბაღში შენივე სისხლით,
შენივე სახით, შენივე ფერით,
შენივე ფიქრით, შენივე ზრუნვით,
შენივე აზრით, შენივე გულით...
შენებრ სხვა მოვა...
მერე სხვა მოვა...
და მიწა ასე იბრუნებს ისევ,
და მზეც კვლავ ისე ჩავა-ამოვა.
link
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან
რადგან სიკვდილიც ვერ აშინებთ, რაც მთავარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან, -
შვილნი ნათლისა, ცის მამულში, ღმერთთან არიან...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
იხილეთ სრულად
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან
რადგან სიკვდილიც ვერ აშინებთ, რაც მთავარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან, -
შვილნი ნათლისა, ცის მამულში, ღმერთთან არიან...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
რადგან სიკეთეს ასხივებენ, მზეებრ არიან, -
რადგან სიხარბემ მათი გული ვერ გადარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
ჰყვავის მათ გულში სიყვარული, მშვიდი დარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
უღვთოდ რამდენი სიბრმავე და სიმწუხარეა?..
ნეტარ არ...
link
შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი სიხარული,
შენი მზე მათბობს და მიჩრდილებს ჩერო,
ჩემო წმიდა ხატო, რწმენავ, სიყვარულო,
ტკბილო სალოცავო - მამულო ჩემო.
შეხე შენს იარებს, რა გზებით იარე,
მაინც არ გატყდი და სიმაღლე...
იხილეთ სრულად
შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი სიხარული,
შენი მზე მათბობს და მიჩრდილებს ჩერო,
ჩემო წმიდა ხატო, რწმენავ, სიყვარულო,
ტკბილო სალოცავო - მამულო ჩემო.
შეხე შენს იარებს, რა გზებით იარე,
მაინც არ გატყდი და სიმაღლეს ჩემობ.
სიმღერით ირჩენდი ნახმლევ-ნატყვიარებს,
იმედით ცოცხლობდი - მამულო ჩემო.
დღე იყო დარით თუ ავდარით დამთვრალი,
სუსხი იანვრისა, თუ ხვატი მკათათვის,
აკვანში გეწვინა ბევრი მზე და მთვარე,
ნანას ღიღინებდი ცეცხლოვან ყრმათათვის...
link
საოცარია ლოცვის სურვილი
თუ სამშობლოზე გინდა ილოცო,
უმისოდ მოგკლავს ტრფობის წყურვილი,
უმისოდ ლექსი ვინ დაგილოცოს?
უმისოდ ტკბილი დედა ვინ იყოს?
მწვერვალზე როგორ შემოდგა ფეხი?
უმისოდ მიწამ ნუ...
იხილეთ სრულად
საოცარია ლოცვის სურვილი
თუ სამშობლოზე გინდა ილოცო,
უმისოდ მოგკლავს ტრფობის წყურვილი,
უმისოდ ლექსი ვინ დაგილოცოს?
უმისოდ ტკბილი დედა ვინ იყოს?
მწვერვალზე როგორ შემოდგა ფეხი?
უმისოდ მიწამ ნუღარ მიგვიღოს,
უმისოდ თავზე დაგვამსხვრეს მეხი.
მსურდა ეს მეთქვა: მარად იყავთო!
ნუმც დაგმუგქრვიათ წარღვნა აწ ნგრევით...
გედივით სერავს სივრცეს იყალთო,
სვეტიცხოველი, ჯვარი და გრემი...
link
დალოცვილი გაქვს ფესვი და ძირი,
მარადიული აზრის შუქი ხარ,
შენით ვმღერით და შენითვე ვტირით,
სირცხვილი ქართველს თუ არ უქიხარ...
უშენოდ დღეც ნუ მაცოცხლა ერთი,
უშენოდ აზრი არ აქვს არაფერს...
საუკუნე...
იხილეთ სრულად
დალოცვილი გაქვს ფესვი და ძირი,
მარადიული აზრის შუქი ხარ,
შენით ვმღერით და შენითვე ვტირით,
სირცხვილი ქართველს თუ არ უქიხარ...
უშენოდ დღეც ნუ მაცოცხლა ერთი,
უშენოდ აზრი არ აქვს არაფერს...
საუკუნეებს სიცოცხლედ ერთვი
და კვლავ მიითვლი ერთგულ ზვარაკებს.
ტკბილსურნელი აქვს შენს ხმებს და ფერებს,
და რიჟრაჟული ღიმილის ჩენა...
შოთაის, ვაჟას, ილიას მერე,
მე რა ვთქვა ჩემო ფრთიანო ენავ?
link