თემა: დრო

ნიადაგ წვაში... ფიქრში... ღელვაში... წავლენ წუთები... დღეები... წლები... შენც დაიღლები დროსთან

ნიადაგ წვაში... ფიქრში... ღელვაში...
    წავლენ წუთები... დღეები... წლები...
    შენც დაიღლები დროსთან თამაშით
    და ქართული ცის ქვეშ წამოწვები.
    მერე ამ ბაღში შენივე სისხლით,
    შენივე სახით, შენივე ფერით,
    შენივე ფიქრით, შენივე ზრუნვით,
    შენივე აზრით, შენივე გულით...
    შენებრ სხვა მოვა...
    მერე სხვა მოვა...
    და მიწა ასე იბრუნებს ისევ,
    და მზეც კვლავ ისე ჩავა-ამოვა.
 
0