თემა: სიბრძნე

თუ გსურს სდევდე ისევ პეპლებს, ჰკრავდე დღეთა თაიგულებს, - ყველას ყველა მიუტევე, ბავშვის გული

თუ გსურს სდევდე ისევ პეპლებს,

    ჰკრავდე დღეთა თაიგულებს, -

    ყველას ყველა მიუტევე,

    ბავშვის გული დაიბრუნე.

    გალაღდი და გახალისდი

    ლოცვის მადლის დაგებითა,

    გაცოცხლდი და აღმსუბუქი

    სულის განსპეტაკებითა,

    აღფრინდი და აიქროლე

    ოქროვანფრთებნაქებითა.

 
0