ავტორი:
მთავარეპისკოპოსი თადეოზი
თემა:
წუთისოფლის ამაოება
შენ გემდურიან წუთისოფელო, ტკბილად ჩენილი, უხილავად მწვდელო ნაღვლის, წარმავალ სიბრძნით და ნუგეშით
შენ გემდურიან წუთისოფელო,
ტკბილად ჩენილი, უხილავად მწვდელო ნაღვლის,
წარმავალ სიბრძნით და ნუგეშით მომფონებელო, -
გვინადირებ შენ, დაგვეკარგა რა ცნობა მაღლის.
შენს იქით მხოლოდ გონება ჭვრეტს ციური ნათლით,
წარმავალობის დაღდასმულო - ჰგავხარ არყოფილს,
სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრად მყოფო ცოდვით და მადლით
სულის და ხორცის საშინელი ტანჯვით გაყოფვის.
... ვაი მას, ვინაც შენ მოგენდო, ამაოებას,
ვაი მას, ვინაც ღვთის ტალანტი ვერ ატალანტა...
|
|