იოსებ ათონელი (ისიხასტი)

ღმერთმა ადამიანი, ჩემო შვილო, მიწისაგან შექმნა. მაშინ, როცა მთელი ქმნილება ერთი ბაღივით შექმნა,

ღმერთმა ადამიანი, ჩემო შვილო, მიწისაგან შექმნა. მაშინ, როცა მთელი ქმნილება ერთი ბაღივით შექმნა, გააკეთა მნათობები და მოკაზმა სამყარო, მთვარე ღამის ყველა ვარსკვლავის მთავრად დაადგინა, როგორც ერთგვარი კანდელი ბევრი ცეცხლით, დიდითა და მცირით, რომლებიც ამკობენ და ამშვენებენ ცას. ხოლო დედამიწა - მრავალი ხით, დიდითა თუ მცირით. მხეცები და ქვეწარმავალნი. სხვადასხვა ზომის ჩიტები, ცისქვეშეთში რომ დაფრინავენ. შინაური ცხოველები და ფრინველები ადამიანის სარგებლისათვის. ზღვა, ყოველგვარი თევზით. ყველაფერი იმისთის, რომ ადამიანს ეგემნა და განცვიფრებულიყო. ხოლო ამ ყველაფერზე შექმნა დიდი მნათობი, რათა დღისით ემთავრა, გაეთბო და ეზრუნა ყველაფერზე თავისი სითბოთი და თავისი სინათლით ყველაფერი შეემკო და მოეკაზმა.
    დაბოლოს, ადამიანი შექმნა, როგორც ყველაფრის მეფე, როგორც მაყურებელი, თეატრში მიწვეული. ო, დიდებულება! ო, პატივი ადამიანისა! ყველაფერი ღმერთს უგალობს - სულიერი და უსულო. ზოგი თავისი ხმით, ზოგიც თავისი ფოთლების შრიალით, ყველას საკუთარი ხმა აქვს, და ერთი პაწაწინა ბალახიც კი თუ ტკივილს მიაყენებ, ყვირის: სუნი, რომელსაც ის გამოსცემს, მისი საკუთარი ხმაა
 
თემატური კითხვები
0