წმ. ანტონი დიდი

86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ

86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ გამცემი, გულღია, კამათის არმოყვარე და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა წარუპარველი განძი სულისა - ღმერთს ვესათნოოთ ამათ მიერ; ამასთან, ნურავის განვსჯით და ნუ ვიტყვით ვინმეს შესახებ, რომ ეს ვიღაც ბოროტია და რომ სცოდა მან; უმჯობესია, მოვიძიოთ ჩვენი სიავე და ჩვენვე ვსაჯოთ ჩვენი საქმე, არის კი იგი სათნო ღვთისა, რადგან ჩვენთვის რა, თუკი ვინმე უკეთურია
 
თემატური კითხვები
0