
ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 30]
თემა:
სასუფეველი სამოთხე
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა.
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უკეთურ ზრახვებს რომ შთაუგდებს სულს, არამედ მყისვე გაიხსენე ზეციური სიკეთენი და შენს თავს უთხარი: თუკი ვისურვებ, ჩემს ნებაზეა, რომ დავძლიო ეს შემოტევაც ვნებისა, ვერ დავძლევ კი, თუ პირიქით, იმას ვისურვებ, რომ შევისრულო ჩემეული სიამეთნდომა. აი, ეს იღვაწე, რასაც ძალუძს აცხოვნოს შენი სული.
|