წმ. ანტონი დიდი - გონება
წმ. ანტონი დიდი

თემა: გონება

126. განჩინებაა ღვთისა, რომ ხორცის გაზრდის შემდეგ სული გონებით აღივსოს, რათა ადამიანმა კარგისა და ცუდისგან ღვთისთვის სათნო გამოირჩიოს, ხოლო ის სული, რომელიც კარგს არ აირჩევს, გონების არმქონეა. ასე რომ, ყველა სხეულს აქვს სული, მაგრამ ყველა სული გონების მქონედ არ ითქმის, რადგან ღვთისმოყვარე გონება იმათში შთაარსდება, რომლებიც კეთილგონიერნი, ღირსეულნი, მართალნი, განწმენდილნი, კეთილნი, მოწყალენი და კეთილმსახურნი არიან, და გონების თანამყოფობა შემწეობაა ადამიანისთვის ღვთისკენ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები