
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: გლოვა ცოდვებისათვის
შიშისაგან მოგვრილი ცრემლი თავისთავად ძრწოლასა და დაცვას შეიცავს. სიყვარულის ცრემლი კი ვიდრე ეს სიყვარული სრულიქმნებოდეს, შეიძლება, წაერთვას კიდეც კაცს. განა მხოლოდ ის დიდი და ღირსსახსოვარი ცეცხლი აღანთებს გულს?! ჭეშმარიტად საოცარია, რომ უფრო ნაკლებად ამაღლებული მდგომარეობა უფრო მყარია ხოლმე.