
ავტორი:
წმინდანთა ცხოვრება
წყარო:
წმინდანთა ცხოვრება
თემა:
მონაზონთათვის
ერთხელ, ორმა ძმამ მონასტრიდან გაქცევა განიზრახა...
ერთხელ, ორმა ძმამ მონასტრიდან გაქცევა განიზრახა...
ერთხელ, ორმა ძმამ მონასტრული ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლო და გაქცევა განიზრახა. წმიდა მამამ ხილვაში ნახა, თუ როგორ აესხა ეშმაკს მათთვის აღვირი და მოსაკლავად მიათრევდა, თავისთან უხმო ბერებს და დამოძღვრა: განაგდეთო ბოროტი გულის სიტყვები, "ხემან, რომელი ადგილითი-ადგილად იცვლებინ, არა გამოიღის ნაყოფი. და ეგრევე, მონაზონი ოდეს ადგილითი-ადგილად იცვალოს, ვერ ნაყოფიერ იქმნეს. ოდეს უნდეს კაცსა კეთილისა საქმედ ადგილსა თჳსსა და ვერ შეუძლოს, ნუ ჰგონებნ, თუმცა სხუასა ადგილსა ქმნა კეთილი”.