image

მართლაც რომ ჭეშმარიტება ყოფილა, რაც თქვენზე მსმენია

მართლაც რომ ჭეშმარიტება ყოფილა, რაც თქვენზე მსმენია

ერთხელ ღირსი პიმენი მოწაფეებთან ერთად ეგვიპტის უდაბნოში ჩავიდა და სავანე დააარსა. ამ დროს აქ ცხოვრობდა ბერი, რომელსაც მტკიცე სარწმუნოებისა და კეთილმსახურების გამო ყველანი თაყვანს სცემდნენ და თავიანთ მეოხად თვლიდნენ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მორწმუნეები მისგან ლოცვა-კურთხევისა და რჩევების მისაღებად; მაგრამ როცა სიახლოვეს პიმენი გამოჩნდა, ხალხის უმეტესობამ მას მიაშურა. ამან მეუდაბნოე განარისხა, ჩამოსულისადმი შურით აღივსო და მის ყოველ საქციელში მხოლოდ ცუდს ხედავდა. ეს რომ შეიტყო, პიმენი მეტად დამწუხრდა და მოწაფეებს უთხრა: "ძმებო! რა ვუყოთ ამ ქარაფშუტა ხალხს, ასეთი წმიდა მოსაგრე რომ დატოვა და ჩვენთან, არაფრის მაქნისებთან მოდის? რითი ვუწამლოთ დიდი მამის რისხვას?! - წავიდეთ, ვევედროთ, იქნებ გული მოვულბოთ". წმიდანი ძმებთან ერთად მიადგა ბერის სენაკს ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. გულნატკენმა მამამ უარი განაცხადა სტუმრების მიღებაზე, მაგრამ პიმენი და მისი ძმები საშინელ პაპანაქებაში მანამ იდგნენ ფეხმოუცვლელად, სანამ მათი თავმდაბლობითა და მორჩილებით შეძრულ მასპინძელს ბოღმა სრულიად არ განუქარდა და სიყვარულით არ გაუღო კარები. მნახველებთან საუბრის შემდეგ ბერმა თქვა: "; მეტიც, მე თქვენში ასჯერ უფრო მეტ სიკეთეს ვხედავ!"
თემატური კითხვები
0