
ავტორი:
წმინდანთა ცხოვრება
წყარო:
წმინდანთა ცხოვრება
მამაო, რა ვქნა, სრულიად დამიტყვევეს ვნებებმა
მამაო, რა ვქნა, სრულიად დამიტყვევეს ვნებებმა
ერთხელ წმიდა მეუდაბნოესთან შორეული ქვეყნიდან ბერი მოვიდა სულიერი სარგებლის მისაღებად. ნეტარი ტკბილად შეხვდა მოსულს, მაგრამ როცა მან ამაღლებულსა და ძნელადმისაწვდომზე დაიწყო საუბარი, თვალები დახარა და მისი ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. სტუმარი დაემშვიდობა წმიდანს და, სენაკიდან გამოსულმა, პიმენის მოწაფეს შესჩივლა: "ამაოდ დავშვერი! მინდოდა რამე მესწავლა, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგონე!" როცა ეს ღირს მამას გადასცეს, მან თქვა: "ის ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ საგნებზე საუბრობდა. მათ შესახებ მე რისი სწავლება შემეძლო? ადამიანურ სისუსტეებზე რომ ელაპარაკა, სიამოვნებით ვუპასუხებდი". მაშინ ქედმაღალი ბერი კვლავ შებრუნდა სენაკში და, სირცხვილეულმა, დაიწყო: "!" პიმენმა მას კეთილი და მხიარული მზერა შეაგება: "ახლა კი კარგ და სასარგებლო საქმეზე ხარ მოსული!" შემდეგ დიდხანს, საღამომდე საუბრობდა მოსულთან და ისიც სულით გამხიარულებული დაბრუნდა თავის უდაბნოში.