თემა:
ეშმაკი, დემონი
მას ბოროტ სულებზე დიდი ხელმწიფება მიემადლა
მას ბოროტ სულებზე დიდი ხელმწიფება მიემადლა
ერთხელ ჭის თავზე დახრილმა მოსემ ანაზდად ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო, მკვდარივით დაეცა ჯურღმულთან და ასე ეგდო გათენებამდე. დილით კი ძმებმა სენაკში გადაიყვანეს. მთელი წლის განმავლობაში ნეტარი განრღვეულივით უძლური იყო და ძალზე იტანჯებოდა. გამომჯობინების შემდეგ მან იღუმენს განუცხადა, რომ კვლავაც განაგრძობდა ბრძოლას. ამბა ისიდორემ აკურთხა იგი და უბრძანა, წმიდა საიდუმლოს ზიარებოდა და სენაკს დაბრუნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, მას ბოროტ სულებზე დიდი ხელმწიფება მიემადლა.