ბერებმა გამოცდა სვიმეონ მესვეტისა, ჯერ არ გაგონილი ღვაწლის გამო
ბერებმა გამოცდა სვიმეონ მესვეტისა, ჯერ არ გაგონილი ღვაწლის გამო
სვიმეონის ამგვარი ჯერ არ გაგონილი ღვაწლის შესახებ უდაბნოში მცხოვრებმა მამებმა შეიტყვეს და გამოცდის მიზნით სვიმეონთან მოციქულები გაგზავნეს, "რაჲთა შეჰრისხნენ მას უცხოჲსა მისთჳს მოგონებისა და ასწაონ სლვად გზასა განტკეცილსა, რომელი წარუვლიეს სხუათა წმიდათა პირველ მისსა"; თან წარგზავნილები დაარიგეს, რომ თუ სვიმეონი არ მოუსმენდა მათ, ძალით ჩამოეყვანათ სვეტიდან, ხოლო თუ ჩამოსვლას მოისურვებდა, დაეტოვებინათ, რადგან მაშინ ცხადი გახდებოდა, რომ მისი მოღვაწების ახალი სახე ღვთისგან იყო. როცა მოციქულები მივიდნენ წმიდანთან და მამათა კრებულის გადაწყვეტილება ამცნეს, მან მაშინვე ჩამოსვლა დააპირა. ეს რომ იხილეს, მივლინებულებმა შეაჩერეს იგი, მამათა ნება განუცხადეს და "ჰლოცვიდეს მას სამარადისოდ და შეუცვალებელად დგომად სვეტსა მას ზედა".