
ღირსმა გიორგიმ ისეთი სიბრძნით იქადაგა მართლმადიდებლობა, რომ მსმენელები განაკვირვა
ღირსმა გიორგიმ ისეთი სიბრძნით იქადაგა მართლმადიდებლობა, რომ მსმენელები განაკვირვა
ერთხელ ბოროტისაგან შურით აღვსილმა სვიმონწმინდელმა ბერებმა მოინდომეს ქართველი მამების გაძევება მონასტრიდან. "გვიხსენ დიდისა ჭირისაგან და განგვათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩუენსა ვითარ სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თჳსთა და არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი", - შესჩივლეს მათ ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის. პატრიარქმა თავისთან დაიბარა ბერძნულად მოლაპარაკე წმიდა გიორგი მთაწმინდელი. . პატრიარქმა ცუდისმზრახველი სვიმონწმინდელნი შერისხა.