
წინასწარმჭვრეტელი მამის გაფრთხილება ბერ პალადის
წინასწარმჭვრეტელი მამის გაფრთხილება ბერ პალადის
ერთხელ ბერმა სრულიად ჯანმრთელი მღვდელ-მონაზონი პალადი რამდენჯერმე გააფრთხილა, ზეთის კურთხევის საიდუმლო მიეღო და დიდ სქემაში აღკვეცილიყო, რაც ოპტინაში ჩვეულებრივ გარდაცვალების წინ ხდებოდა ხოლმე, მაგრამ მღვდელ-მონაზონი უარზე იდგა. ბოლოს მაინც დათანხმდა, მაგრამ ვიდრე ზეთისცხებისთვის ემზადებოდა, დამბლა მიიღო და ენა წაერთვა. მამებმა ზეთი სცხეს მას, ქრისტეს წმიდა საიდუმლოთ აზიარეს და იგი იმავე ღამეს გარდაიცვალა. წმიდანის წინასწარმჭვრეტელობის მადლი სხვა დროსაც არაერთგზის გამოვლენილა და მამა ამბროსი მას მუდამ ძმათა სულიერი სარგებლობისაკენ მიმართავდა.