იოსებ ათონელი (ისიხასტი)

მინდოდა და გული მეწვოდა შემეტყო თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, სულიერისა თუ ხორციელისა, მაგრამ მცნება

მინდოდა და გული მეწვოდა შემეტყო თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, სულიერისა თუ ხორციელისა, მაგრამ მცნება – ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, ჩემი ღირსი არ არისო – მაიძულებს დავივიწყო არა მარტო მშობლები, და-ძმა და ნათესავები, არამედ საკუთარი სხეულიც კი, ხოლო სულის მთელი წადილი და სიყვარული ღმერთისკენ მივმართო; მზერა მისკენ გვქონდეს მიმართული და ვლოცულობდეთ და ვითხოვდეთ და ვიღებდეთ შესაფერის წამლებს სულის განწმედისა და სულიერი ადამიანის განვითარებისთვის.
მაგრამ ახლა, როდესაც ვხედავ, თუ რა უბედურება ეწია ეკლესიას და ვშიშობ, ღმერთის მიტოვების ამ გამოხატულებამ თქვენამდეც არ მოაღწიოს და არ დავკარგო საყვარელი ადამიანები, შედეგად კი – ამდენი ღამისთევები წყალში ჩამეყაროს, იძულებული გავხდი მიმემართა შეღავათისთვის: გასაჭირისას დაწესებულის გვერდის ავლა დასაშვებიაო. ვუთხარი ჩემს თავს: ჯობია ერთი მცნება დავარღვიო და საყვარელი ნათესავები შევიძინო-მეთქი.
თემატური კითხვები
0