ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
თემა:
მონაზონთათვის
თუ კაცი თავიდანვე მკაცრ ცხოვრებას მიჰყოფს ხელს, წმიდანი ხდება
თუ კაცი თავიდანვე მკაცრ ცხოვრებას მიჰყოფს ხელს, წმიდანი ხდება
თუ კაცი თავიდანვე მკაცრ, ამაღლებულ ცხოვრებას მიჰყოფს ხელს, წმიდანი ხდება, ხოლო თუ თავიდანვე ფართო გზა აირჩია, მოგვიანებით ეშმაკი წაიყვანს და საბოლოოდ, ერისკაცებზე უარესი ხდება, იმიტომ, რომ ჭინკა ძლიერად ებრძვის მონაზვნებს – მანამ, სანამ იმათაც ჭინკებად არ აქცევს. ეს კი იმიტომ, რომ უნდა ქრისტეზე შური იძიოს და უთხრას: „აი, ნაზარეველო, შეხედე შენს მეომრებს! შენ მათ მარადიულ სამეფოს აღუთქვამ, ესენი კი უარგყოფენ, ხოლო მე მცირეოდენ სასის სიტკბოებას ვაძლევ და კუდში მომდევენ“. ამით იკვეხნის დემონი.