ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
დედას გულს ნუ სწყვეტ, ნურც მამას
დედას გულს ნუ სწყვეტ, ნურც მამას
ყური დაუგდე ჩემს რჩევას. დედას გულს ნუ სწყვეტ, ნურც მამას, თუ გინდა ჟამით მრავალ იყო. დედის ლოცვა-კურთხევა ამტკიცებს სახლს, ხოლო წყევლა აღმოფხვრისო?, – არ გაგიგია? თუ ჩემს სიტყვებს დაიმარხავ, ნეტარი იქნები. სიბრძნე ბევრ სიმდიდრეს გერჩივნოს და გამუდმებით გამოიძიე, რა გარგებს, რათა კარგად წარგემართოს ცხოვრება.