დედა - ციტატები, გამონათქვამები
დედა - ციტატები, გამონათქვამები დედა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ფრიად სასურველია, სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდეს ჩვილობის ასაკში ბავშვისა და დედის ერთად ყოფნის ხელშეწყობა და დედისათვის ხელფასიანი შვებულების თუნდაც ექვს თვემდე გაზრდა.
ქალი დაჯილდოებულია თავისი მისიისადმი განსაკუთრებული ერთგულების უნარით; ის შეიმეცნებს თავის თავს დედობის პირველსაწყისიდან წარმომდინარე წყაროდ ცხოვრებისა.
ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში. წმინდა ილია მართალი წერს: „ქართველებისთვის «დედა» მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც «დედა-ენას» ეძახის, უფროს ქალაქს - «დედა-ქალაქს», მკვიდრ და დიდ ბოძ... იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ხშირად გვხვდებიან სარგებლის მაძიებელი, მერყევი ხასიათის, პატივმოყვარე, გართობას აყოლილი დედები, გვხვდებიან ისეთნიც, რომელნიც გაურბიან თავის მოვალეობას, უზრუნველი ყოფის შენარჩუნების მიზნით საშინელ დანაშაულსაც არ ერიდები... იხილეთ სრულად
შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია ერის წინაშე. ამ საქმეში კი დედის ადგილს სხვა ვერ დაიჭერს, რადგანაც მშობლის ინტუიციას, სითბოსა და სიყვარულს ვერავინ შეცვლის.
ქალი, უპირველეს ყოვლისა, დედაა, ევაა - ცხოვრებაა, სიცოცხლის მიმნიჭებელია ახალი ადამიანისათვის. რაოდენ დიდი სითბოს, სინათლისა და მყუდროების შეტანა შეუძლია სახლში ქმრის დამჯერ, ერთგულ და სათნო მეუღლეს. „დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს... უ... იხილეთ სრულად
ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებელი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება ოჯ... იხილეთ სრულად
განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების, თანაგრძნობის უნარი.