ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
გულმოდგინე და გამუდმებული ლოცვის გარეშე სული კვდება
გულმოდგინე და გამუდმებული ლოცვის გარეშე სული კვდება
როგორც სუნთქვის შეწყვეტით კაცი მოკვდება, ასევე გულმოდგინე და გამუდმებული ლოცვის გარეშე სული კვდება, რადგან, იძინებს თუ არა ახალი კაცი, რომელიც გულმოდგინე ლოცვით ჩაისახება, განახლდება ვნებები — მტერს ხომ არასდროს სძინავს და დაუცხრომლად გვებრძვის. როგორც ჩვილი, რომელიც დედის მუცელში ჩაისახება, თუ მშობელი სუნთქვას შეაჩერებს, მოკვდება, ასევე ხდება სულიერი ჩასახვის დროს, როდესაც გონებრივი მუშაობა ჩერდება.